ოპერატიული მართვა

ოპერატიული მართვის სამსახური, რომელიც ახორციელებს სისტემის მონიტორინგს და მართვას, წარმოადგენს საქაერონავიგაციის უმნიშვნელოვანეს კვანძს ტექნიკურ კომპლექსში. აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს სრულ ოპერატიულ კოორდინაციას ტექნიკურ კომპლექსსა და ”საქაერონავიგაციის” ყველა ATC დანაყოფს შორის. ასევე, ოპერატიული მართვის სამსახური პასუხისმგებელია მართოს და გააკონტროლოს ყველა სახის ურთიერთქმედება შესაბამის სამსახურებს შორის.

ოპერატიული მართვის სამსახურის პერსონალი ასრულებს ოპერატიულ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს CNS/ATM სისტემების და მოწყობილობების ტექნიკური სერვისების ზედამხედველობას, მონიტორინგს, მართვას და ანგარიშგებას რეალურ დროში. ისინი პასუხისმგებლები არიან ყველა ოპერატიული სისტემისა და აღჭურვილობის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე.

ოპერატიული მართვის სამსახურის ცვლის უფროსი ახდენს სწრაფ რეაგირებას გაუმართაობებზე პრობლემის იდენტიფიცირებით, სარეზერვო სისტემებზე გადასვლის პროცედურების გააქტიურებით და აღდგენითი სამუშაოების ინიცირებით. უზრუნველყოფს კოორდინაციას ფრენების ხელმძღვანელს (ATCO supervisor) და CNS / ATM პერსონალს შორის, მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. აღნიშნული სამსახური, ასევე, ახდენს კოორდინაციას სხვადასხვა სფეროებზე პასუხისმგებელ პირებს შორის.