სააენრაოსნო ინფორმაციის სამსახური წარმოადგენს შპს "საქაერონავიგაციის" ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია იმ სააერნაოსნო ინფორმაციის გამოშვებაზე და გავრცელებაზე, რომელიც ეხება მთელ საქართველოს ტერიტორიას. სამსახური შედგება სათაო და ბრიფინგ ოფისებისგან თბილისსა და ბათუმში. 

სამსახურის მიერ შექმნილი საქართველოს გაერთიანებული სააერნაოსნო ინფორმაციის პაკეტი შედგება შემდეგ ელემენტებისგან: 

- საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებული ინგლისურ ენაზე;

- სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულის ცვლილებები;

- სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულის დამატებები;

- A სერიის ცირკულარები;

- მოქმედი NOTAM-ების ჩამონათვალი.


კრებულის სტრუკტურა შეესაბამება ICAO -ს მე-15 დანართს
Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon