ბათუმი

ბათუმში ახალი სამეთვალყურეო კოშკი 2007 წლის მაისში გაიხსნა. ბათუმის აეროპორტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადაგან შიდა და საერთაშორისო ფრენების განხორციელების საშუალებას იძლევა.  იგი ასევე,  ტურიზმის განვითარებას  უწყობს ხელს და მგზავრობის მანძილის შესამცირებლად, მეზობელი ქვეყნებისათვისაც ხელსაყრელია.

ბათუმის  სამეთვალყურეო კოშკი  უახლესი სანავიგაციო სისტემებითა და ფრენის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ყველა სერვისით არის აღჭურვილი. აქ დამონტაჟებულია იტალიური ფირმა "OTE"-ს მიერ წარმოებული ციფრული რადიოსადგურები DTR-100, რომელიც  მეთვალყურესა და საჰაერო ხომალდს შორის სწრაფ და საიმედო ელექტრონულ კავშირს, 8,33 კილოჰერციანი სიხშირეების ქსელს, "VDL-2" რეჟიმს უზრუნველყოფს და ამგვარად,  შპს "საქაერონავიგაციის" მომსახურების ხარისხს საგრძნობლად ზრდის.

ტაუერში ასევე დამონტაჟებულია ჩეხური ფირმა "ELDIS"-ის სალოკაციო ინფორმაციის გამოსახულების მოწყობილობა. აეროდრომი ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემითა (ILS) და მომყვანი სააეროდრომო რადიოსადგურით (NDB) არის აღჭურვილი. შიდასაპორტო კავშირი  ფირმა "MOTOROLA"-ს მიერ წარმოებული რადიოსადგურების მეშვეობით ხორციელდება. სანავიგაციო კოშკი, ასევე,  ახალი ავტომატური ციფრული სატელეფონო სადგურითაა აღჭურვილი, რომელიც შპს "საქაერონავიგაციის" მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ეს სადგური  მოსაზღვრე ქვეყნებთან ავიამეთვალყურეთა სარეზერვო კავშირს უზრუნველყოფს , რაც  ICAO-ს ნორმების შესაბამისი (უწყვეტი, მაღალი ხარისხის, სწრაფი) კომუნიკაციის დამყარებას განაპირობებს.

გარდა ამისა, შპს "საქაერონავიგაციის" მიერ ბათუმში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის განათების თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა. გამოყენებული შუქტექნიკა და დამატებითი მოწყობილობები საქაერონავიგაციამ ჩეხურ კომპანია "AFL IMPEX"-ისაგან შეიძინა, რომელიც აწარმოებს და ასაფრენ-დასაფრენი და სხვა ნავიგაციისათვის საჭირო ტექნოლოგიებით ამარაგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას. 

ისრაელის კომპანია "Y.T.S."-თან თანამშრომლობით სტრატეგიული პუნქტები ბათუმში აღიჭურვილია დაცვის სისტემებით, რომელიც  სანავიგაციო სისტემების მუდმივ მონიტორინგს უზრუნველყოფსაქვე დამონტაჟებულია  "O.C.E.M."-ის მიერ წარმოებული ღერძული შუქურები.

2012 წელს ბათუმის სამეთვალყურეო კოშკის დიზაინი განახლდა - ფასადზე დამონტაჟდა ციფრული ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა გრაფიკული და ციფრული გამოსახულებების, რეკლამებისა და ტექსტების განთავსება. განახლებული დიზაინის ტაუერი უნიკალურია მსოფლიოში არსებულ სამეთვალყურეო კოშკურებს შორის.

 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon