ქუთაისი

2011 წლის 22 ოქტომბერს ქ. ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე აეროპორტისა და  სამეთვალყურეო კოშკის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნულ პროექტს შპს “საქაერონავიგაცია" და შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ახორციელებენ ჰოლანდიურ არქიტექტორულ კომპანია “UNStuido”-სთან ერთად. 

ეს პროექტი მნიშვნელოვანია არამარტო რეგიონისთვის არამედ მთლიანად ქვეყნისათვის. რეგიონში ფრენების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, შესრულდება მრავალი საერთაშორისო რეისი მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით და ფრენას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები დაიწყებენ, რაც ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა ჩვენი მოქალაქეებისათვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

 

 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon