20 ნოემბერი 2013
ICAO-ს ევროატლანტიკური ბიუროს დირექტორის ვიზიტი საქართველოში

17-19 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროატლანტიკური ბიუროს დირექტორი ბატონი ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდა შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან,  შპს „საქაერონავიგაციისა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორებთან. ბატონმა ალმეიდამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში ძლიერი საავიაციო ხელისუფლების არსებობა, რომელიც მსოფლიო საავიაციო საზოგადოებისათვის უსაფრთხო საავიაციო სისტემის გარანტს წარმოადგენს.  

 ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდა ასევე დაესწო ქუთაისის სანავიგაციო კოშკისა და სანავიგაციო ოფისის გახსნის ცერემონიალს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon