28 ნოემბერი 2013
საჰაერო ნავიგაციის დაგეგმვის ჯგუფის 55-ე შეხვედრა

25-27 ნოემბერს პარიზში ევროპის საჰაერო ნავიგაციის დაგეგმვის ჯგუფის რიგით 55-ეშეხვედრა ჩატარდა. (EANPG/55). სესიას დაესწრნენ  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ICAO-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. მათ შორის შპს „საქაერონავიგაციის“ დირექტორი ბატონი გოჩა მეზვრიშვილი და აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გიორგი ედიშერაშვილი. სესიაზე EANPG/55 განხილული იქნა აქტივობები, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროპაში ავიაციის უსაფრთხოების, სიმძლავრისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის დაგეგმვის ჯგუფი (EANPG) 1972 წელს ICAO-ს ინიციატივით შეიქმნა ევროპის რეგიონში საავიაციო უსაფრთხოების, ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდისა და შენარჩუნების მიზნით. ჩვეულებრივ, EANPG ყოველწლიურად სამდღიანი სესიის სახით ტარდება. ის ყველაზე ფართომაშტაბიანი ფორუმია ევროპის ფარგლებში, სადაც ICAO-ს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად  შეუძლიათ გაერთიანდნენ ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად. EANPG იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ავიაციის უსაფრთხოებაზე, ეფექტურობასა და მდგრადობაზე და არაპირდაპირი გავლენა აქვს დანარჩენ მსოფლიოზე.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon