13 დეკემბერი 2013
საჰაერო მოძრაობის მართვის ჯგუფის მე-18 შეხვედრა

2013 წლის 10 დეკემბრიდან 13 დეკემბრის  ჩათვლით,  შპს "საქაერონავიგაციის" მასპინძლობით  თბილისში  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO)  საჰაერო მოძრაობის მართვის ჯგუფის რიგით მე-18 შეხვედრა  (ATMGE/18) გაიმართა.

 სემინარს  ცამეტი ქვეყნის ოცამდე წარმომადგენელი დაესწრო (მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, უკრაინა, ბელგია, სომხეთი, ბულგარეთი, ლატვია, ბელორუსია, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ყირგიზეთი და საქართველო). შეხვედრაზე განიხილული იქნა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების, გლობალური სისტემების/მონაცემთა ბაზის  ურთიერთმოქმედებისა და რეგიონალური განვითარების გეგმის პრიორიტეტებისა და მიზნების საკითხები. მონაწილეები ასევე გაეცნენ ახალ სტანდარტებსა და გაუზიარეს ერთმანეთს  საკუთარი გამოცდილება.

 სემინარის თავმჯდომარე ICAO-ს რეგიონალური ოფიცერი საჰაერო მოძრაობის მართვის საკითხებში ბატონი სვენ ჰოლი გახლდათ. 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon