ICAO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების მეტეოროლოგიური საპროექტო ჯგუფისა (PT/EAST 14) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოში

1-4 აპრილს თბილისში ICAO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების მეტეოროლოგიური საპროექტო ჯგუფისა (PT/EAST 14) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)  სამუშაო ჯგუფის (WG-3) რიგით მესამე, ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ( ICAO) მეტეოროლოგიის ექსპერტმა,  კრისტოფერ კეოჰანმა,  მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საავიაციო მეტეოროლოგიის ხელმძღვანელმა დიმიტარ ივანოვმა,  საავიაციო მეტეოროლოგიური რადარების ინსტიტუტის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრას, ICAO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების მეტეოროლოგიურ საპროექტო ჯგუფის (PT/EAST METG) ხელმძღვანელი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მეტეო ექსპერტი - ნინო გელოვანი გაუძღვა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.შეხვედრა სამოქალაქო ავიაციის ინიციატივითა და შპს „საქაერონავიგაციის“ მასპინძლობით ჩატარდა. 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon