შპს "საქაერონავიგაციის" მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ISO 9001:2008 სერთიფიკატი მიიღო

მეტეორლოგიურ სამსახურში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით 2012 წლის 16 ივლისს, შპს „საქაერონავიგაციამ“  BUREAU VERITAS-თან გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში, მეტეოროლოგიური სამსახურის ყველა თანამშრომელმა გაირა ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ტრეინინგ კურსი, ხოლო სპეციალისტების გარკვეულმა რაოდენობამ, ISO 19011:2011 სტანდარტის შესაბამისად გაიარა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შიდა აუდიტორის კურსი. მეტეოროლოგიური სამსახურის სრული შემადგენლობა  BUREAU VERITAS-თან აქტიურად თანამშრომლობდა მეტეოსამსახურში ISO 9001-2008 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დასანერგად.

2014 წლის 23 იანვარს, შპს „საქაერონავიგაციამ“ დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირებისათვის BUREAU VERITAS CERTIFICATION-თან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. აუდიტის პირველი ეტაპი  2014 წლის თებერვალში ჩატარდა, ხოლო მეორე ეტაპი (სასერტიფიკაციო აუდიტი) აპრილის თვეში.

აუდიტების დასრულების შემდეგ BUREAU VERITASCERTIFICATION-მა სცნო შპს „საქაერონავიგაციის“მეტეოროლოგიური სამსახურის ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა ISO 9001-2008 მენეჯმენტის სისტემის სტანდარტთან. 2014 წლის 7 მაისს შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.

ხარისხის მართვის სისტემა  სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს გულისხმობს, ამცირებს საავიაციო ინციდენტების რისკს და რაც მთავარია, ხელს უწყობს მომსახურების მუდმივ განვითარებას.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon