29 სექტემბერი 2014
შპს "საქაერონავიგაციასა" და COMSOFT-ს შორის ორი ახალი ხელშეკრულება გაფორმდა

2014 წლის 19 სექტემბერს შპს "საქაერონავიგაციასა" და გერმანულ კომპანია "COMSOFT"-ს შორის ორი ახალი ხელშეკრულება გაფრომდა. 

2013 წელს სისტემა CADAS და AIDA-NG-ს წარმატებით დანერგვის შემდეგ, საქართველოს საჰაერო ნავიგაციის გადაწყვეტილებით, გაგრძელდა COMSOFT-თან თანამშრომლობა და ამ ეტაპზე მოხდება ცენტრალური სააერნაოსნო მონაცემთა ბაზის (CADAS-AIMDB) და მისი მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულის (eAIP) დანერგვა. 

გარდა ამისა, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დაინერგება "COMSOFT"-ის სისტემა COFFEE, რომელიც რეგიონებს შორის ოპერატიული კავშირის (OLDI) დამყარების საშუალებას იძლევა. 

აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურებების (AIS) გადასვლას სააერნაოსნო ინფორმაციის მართვაზე. (AIM).

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს" საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია "COMSOFT"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მანფრედ შმიდმა. 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon