20 იანვარი 2015
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი

საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის ინიციატივით, კომპანიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ, მომზადდა და გამოიცა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი (Climatological Summary of Georgian Aerodromes).

მასში მოცემულია თბილისის (UGTB), ქუთაისისა (UGKO) და ბათუმის (UGSB) საერთაშორისო აეროპორტების მეტეოროლოგიურ სადგურებზე 2010-2014 წლების მეტეოროლოგიური დაკვირვების შედეგების სტატისტიკური ანალიზი.

 ცნობარი ორინაწილადაა წარმოდგენილი. პირველ ნაწილში მოცემული ინფორმაცია ეხება აეროპორტების გეოგრაფიულ და კლიმატოლოგიურ თავისებურებებს, სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ ცირკულაციურ პროცესებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ჩამოყალიბებას განაპირობებს. მეორე ნაწილში კი ასახულია მეტეოროლოგიური ელემენტების (ხილვადობის მანძილი ასაფრენ-დასაფრენზოლზე (ადზ), ხილვადობა, ღრუბლის სიმაღლე, ქარის სიჩქარე და მიმართულება, მიწისპირა ჰაერის ტემპერატურა) ხუთწლიანი განაწილების ცხრილები დ აგრაფიკები. 

კლიმატოლოგიურ ცნობარში მოცემული ინფორმაცია საავიაციო მიზნებისთვის არის განკუთვნილი. ამ ინფორმაციის მომხმარებელთა ფართო წრე უფლებამოსილია მასალა პროფესიონალური თვალსაზრისით გამოიყენოს.

 სტატისტიკური მასალის მომზადებას საფუძვლად უდევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ICAO) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) რეკომენდაციები საავიაციო კლიმატოლოგიური მასალის დამუშავების შესახებ (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია - ანექსი 3, მმო-ტექნიკური რეგლამენტი №49, ტ.2), თუმცა, წინამდებარე ნაშრომში ის უფრო დეტალურად არის განხილული.

ცნობარის შესადგენად გამოყენებული მეტეოროლოგიური ელემენტების მონაცემები ამოღებულია ფაქტიური ამინდის რეგულარული შეტყობინებიდან (METAR). თითოეული მეტეოელემენტისათვის 5000-ზე მეტი შემთხვევათა რიცხვი დამუშავდა. მათი ყოველთვიური და სეზონური განაწილება მოცემულია როგორც ცხრილების და გრაფიკების, ისე ტექსტის სახით.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon