შპს "საქაერონავიგაციამ" ბავშვთა დაცვის დღე სოციალურად დაუცველ ბავშვებს მიულოცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებულმა შპს - “საქაერონავიგაციამ” ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” ოჯახის გაძლიერების პროექტის მოზარდ ბენეფიციარებს უმასპინძლა. შემეცნებითი-სასწავლო ტური ახალგაზრდობის დასაქმების საერთაშორისო ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა. მოზარდებმა დაათვალიერეს თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი და სამეთვალყურეო კოშკი, ნახეს, თუ როგორ მუშაობენ ავიამეთვალყურეები და როგორ ხდება ხმელითადან ცაში საჰაერო მოძრაობის დროული და თანმიმდევრული მართვა. “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა, ბავშვებს კომპანიის ბრენდირებული სასაჩუქრე პაკეტები და შემეცნებითი ჟანრის წიგნები გადასცა საჩუქრად.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon