ვაკანსია
რატომ საქაერონავიგაცია

შპს “საქაერონავიგაცია“ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სასურველი დამსაქმებელია.  კომპანია მუდმივად მიისწრაფის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და  პროფესიონალიზმის ამაღლებისაკენ.

საქაერონავიგაცია თანამშრომლებს საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს და მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს  მათი მოტივაციისა და შრომითი კმაყოფილების ასამაღლებლად.

კომპენსაცია

საქაერონავიგაცია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს, კომპენსაციებისა და ბენეფიტების სრულ პაკეტს სთავაზობს. საქაერონავიგაციაში ყველა თანამშრომელი, კომპანიის მიერ, საუკეთესო პაკეტით არის დაზღვეული.

კარიერული განვითარება

საქაერონავიგაცია ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიონალურ განვითარებას. მუდმივად ხდება თანამშრომლთა სწავლება და გადამზადება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

თითოეული თანამშრომელი, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, პასუხისმგებელია ფრენის უსაფრთხოებაზე, გადის უმაღლესი დონის, სართაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიულ გადამზადება-სწავლებას.

შერჩევის პროცესი

ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი პოზიციისთვის ხდება შერჩევა.

შერჩევის პროცესი, რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, რაც შესაძლოა მოიცავდეს ტესტირებას სხვადასხვა საგნებში და ასევე პირად გასაუბრებას. შედეგები განიხილება როგორც საქაერონავიგაციის, ასევე უცხოელი პარტნიორების მიერ.

საქაერონავიგაცია ყოველთვის შეარჩევს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც თავიანთი განათლებით, პროფესიული და პიროვნული უნარებით მაქსიმალურად შეეფერებიან გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს.

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon