საერთაშორისო და ადგილობრივი აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის მიზანია ფრენების უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა. იგი კანონმდებლობით დადგენილ სხვა ღონისძიებებთან ერთად მიიღწევა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების, საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის, აგრეთვე იმ ორგანოებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებით, რომლებიც ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არიან დაკავშირებული.

    მეტეოროლოგიური სამსახური მუშაობაში ხელმძღვანელობს:

  • ჩიკაგოს კონვენციით "საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ";
  • ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართი (Annex 3 to the Convention on International Civil Aviation): "საერთაშორისო აერონავიგაციის მეტეოროლოგიური მომსახურება";
  • ICAO  Doc. 8896 - "სახელმძღვანელო საავიაციო მეტეოროლოგიაში";
  • WMO  Doc. 49 "ტექნიკური რეგლამენტი", ტომი II - "საერთაშორისო აერონავიგაციის მეტეოროლოგიური მომსახურება";
  • აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) სხვა მარეგულირებელი დოკუმენტებით.

 

 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon