უსაფრთხოება

საქაერონავიგაციისთვის არსებითია ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მისი მუდმივი გაუმჯობესება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ მიზნით, კომპანიაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მართვის სისტემა.

ფრენების უსაფრთხოების არსებული დონის შენარჩუნებისა და მუდმივი გაუმჯობესებისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზების გზით, საქაერონავიგაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს მისი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისათვის.

ფრენების უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ მუდმივად ხორციელდება პროაქტიული და გამოსასწორებელი ღონისძიებები სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული საფრთხეების და რისკების შეფასებისა და მათი შემდგომი პრევენციის მიზნით. ფრენების უსაფრთხოების და რისკების ანალიზი საქაერონავიგაციაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ფრენების უსაფრთხოების მართვა მოიცავს შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირებას, იდენტიფიცირებული საფრთხეების შეფასებას, შეფასებული საფრთხეების სიმძიმის შემცირებას, არსებული რისკების მართვას და მათ შეძლებისამებრ აღმოფხვრას.