კომუნიკაციების სამსახურში ინჟინერი

კომუნიკაციების სამსახურში ინჟინერი

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
  • ბოლო ვადა 28 თებერვალი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში ინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური მუშაობა; 
  • საკომუნიკაციო მოწყობილობების მომსახურება. აღნიშნული მოიცავს:
  • ოპერატიული მონიტორინგი და შემოწმება;
  • რეზერვირების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
  • გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა;

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "კომუნიკაციების სამსახური - ინჟინერი". გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • Windows, Linux-ის ტიპის ოპერაციული სისტემების საფუძვლების ცოდნა;
  • კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა;
  • ქსელების LAN, WAN, WLAN საფუძვლების ცოდნა, ტოპოლოგიების გარჩევა;
  • ქსელურ სადენიანი და უსადენო მოწყობილობებთან (switch, router, WI-FI) მუშაობის პრინციპების ცოდნა-გამოცდილება;
  • ქსელის (leyer 2, leyer 3, leyer 4) ძირითადი პროტოკოლების საფუძვლების ცოდნა, გამოცდილება;
  • VoIP ტექნოლოგიების, SIP პროტოკოლის მუშაობის პრინციპების საფუძვლების ცოდნა, IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სარეზერვო კოპირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელური დიზაინის დაგეგმარება-დოკუმენტირება;
  • ქსელში არსებული სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების მართვა, მონიტორინგი;
  • ვირტუალიზაციასთან მუშაობის საფუძვლების ცოდნა;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა საბაზო დონეზე;

 

პიროვნული მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა და ეფექტურობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;