ავტომატიზირებული მართვის სისტემების I კატეგორიის ინჟინერი

ავტომატიზირებული მართვის სისტემების I კატეგორიის ინჟინერი

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური
  • ბოლო ვადა 10 ნოემბერი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურის I (პირველი) კატეგორიის ინჟინრის პოზიციაზე. თბილისი - 3 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

** ცვლაში მუშაობა.
** საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემების მომსახურება;
** ხმოვანი კავშირის სისტემის მომსახურება;
** ჩაწერა-აღწარმოების სისტემის მომსახურება;
** საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემების საწაფების მომსახურება.

სისტემების მომსახურებაში შედის:

** ოპერატიული მონიტორინგი და შემოწმება საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და ადგილობრივი დამტკიცებული პროცედურების თანახმად;
** რეზერვირების უზრუნველყოფა
** ტექნიკური მომსახურების ჩატარება სისტემების საექსპლუატაციო მოთხოვნების თანახმად;
** გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** მტყუნების აღმოჩენა და ლოკალიზება;
** სამუშაო ადგილების აღდგენა სისტემების შიდა ინსტრუმენტების მეშვეობით;
** მწყობრიდან გამოსული აღჭურვილობის გამოცვლა
** დოკუმენტებთან მუშაობა, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, დამატებითი სამუშაოების შესრულება უფროსის დავალების შესაბამისად.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2022 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - " ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური - I კატეგორიის ინჟინერი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხი IT/კავშირგაბმულობის, მართვის ავტომატიზირებული სისტემების და მათთან დაკავშირებული სპეციალობების დარგში;
** კომპიუტერული ტექნიკური აღჭურვილობის ღრმა ცოდნა (აპარატურული უზრუნველყოფა, სერვერები, სამუშაო სადგურები, RAID მასივები);
** კომპიუტერული ქსელების ცოდნა (ტოპოლოგია და პროტოკოლები);
** ქსელურ აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების სტრუქტურის (postgres) ზოგადი ცოდნა და back-up-ების გაკეთება (სასურველია);
** ზოგადი ცოდნა ელექტრონიკის და ელექტროკვებით უზრუნველყოფის სფეროში;
** UPS-ების ცოდნა;
** კავშირგაბმულობის ზოგადი ცოდნა (სასურველია);
** Windows და Linux ოპერაციული სისტემების ადმინისტრირება; Windows-ის, Windows Server 2012-ის და Linux-ის ცოდნა; საოფისე პროგრამების საბუთებთან მუშაობისთვის მომხმარებლის დონეზე
** სასურველია ავტომატიზირებული სისტემების სფეროში ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილების ქონა, პროფილის მიხედვით, ინჟინრის ან IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

ენების ცოდნა:

** სახელმწიფო - გამართულად;
** ინგლისური - ტექნიკურ საბაზისო დონეზე.

პიროვნული მოთხოვნები:

** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.