მეტეოდამკვირვებელი

მეტეოდამკვირვებელი

  • მდებარეობა ქუთაისი
  • განყოფილება მეტეოროლოგიური სამსახური
  • ბოლო ვადა 19 აპრილი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს მეტეოროლოგიურ სამსახურში მეტეოდამკვირვებლის პოზიციაზე. ქუთაისი: 1 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები: ქუთაისის აეროპორტისთვის რეგულარული და ადგილობრივი/სპეციალური ფაქტიური ამინდის მეტეოროლოგიური შეტყობინებების (METAR, METREPORT, SPECIAL) გამოცემა/გავრცელება, როგორც ვიზუალური, ასევე ინსტრუმენტალური მეთოდების გამოყენებით.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

მეტეოდამკვირვებელის პოზიციით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რეზიუმე (CV) ფოტო სურათით, საშუალო (B1 ან B2 დონე) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2021 წლის 01 აპრილის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - " მეტეოროლოგიური სამსახური - მეტეოდამკვირვებელი".

ტესტირებისა და გასაუბრებისა ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ქართული ენის ცოდნა;
** განათლება უმაღლესი ან საშუალო, საშუალო სპეციალიზირებული - საავიაციო, ფიზიკა, მათემატიკა, მეტეოროლოგია ან სხვა საბუნებისმეტყველო სფეროებში;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობისა და ინტენსიურ სამუშაო გარემოსთან შეგუების უნარი;
** ურთიერთობების კარგად წარმართვის უნარი.