სასწავლო ცენტრი

საქაერონავიგაციის თანამშრომლების მომზადება-გადამზადების უწყვეტ პროცესს სასწავლო ცენტრი ხელმძღვანელობს. 

 

ცენტრი აღჭურვილია INDRA-ს საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე 3D სიმულატორით. ესპანური წარმოების საწაფი წარმოადგენს თბილისის სამეთვალყურეო კოშკის საჰაერო მოძრაობის მართვის პულტისა და თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროდრომების ზუსტ ვირტუალურ ასლს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ქართველი ავიამეთვალყურეების მომზადებას მოულოდნელი, ავარიული სიტუაციისათვის.

 

INDRA-ს საჰაერო მოძრაობის მართვის 3D სიმულატორი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და სტანდარტებს.