კორპორაციული მართვა

კორპორაციული მართვა

 

საქაერონავიგაცია “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოს 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომელიც თვითდაფინანსებით გენერირებს საკუთარ შემოსავლებს და არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქაერონავიგაციის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი.

კომპანიის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტო”, რომელიც ზედამხედველობას უზრუნველყოფს “მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის” და კომპანიის წესდების საფუძველზე.

სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, განსაზღვრავს პარტნიორთა კრება და მისი წევრები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, თავდაცვის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები.

 

რეგულაცია

 

საქაერონავიგაციის საქმიანობის რეგულირებას და ზედამხედველობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

 

დირექტორატი

 

     გენერლური დირექტორი - გოჩა მეზვრიშვილი

     აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ედიშერაშვილი