რადიონავიგაცია შპს „საქაერონავიგაციის“ ერთ-ერთი ძირითადი მომსახურებაა. რადიონავიგაციის სამსახური უზრუნველყოფს სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფას Tbilisi FIR-ის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებული რადიოსანავიგაციო სისტემების გამართულ მუშაობას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც საჰაერო ხომალდებს ეხმარება ზუსტი და უსაფრთხო ფრენების განხორციელებაში.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლები აღჭურვილია სახელსაწყო დაფრენის სისტემებით ILS/DME, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელსაწყო ზუსტი დაფრენის სანავიგაციო მომსახურებას თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროდრომებზე. თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში აგრეთვე უზრუნველყოფილია სახელსაწყო არაზუსტი დაფრენის სანავიგაციო მომსახურება DVOR/DME-ის გამოყენებით.
Tbilisi FIR-ის ფარგლებში უზრუნველყოფილია როგორც RNAV, აგრეთვე Conventional სატრასო სანავიგაციო მომსახურება: RNAV სანავიგაციო მომსახურება უზრუნველყოფილია 7 DME-თი (ბაკურიანი, ფოთი, ბათუმი, გუდაური, წნორი, თბილისი და ქუთაისი), აგრეთვე DVOR/DME-ებით, როლებიც დამონტაჟებულია თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში. Conventional სანავიგაციო მომსახურება უზრუნველყოფილია DVOR/DME-ებით, როლებიც დამონტაჟებულია თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში, აგრეთვე 3 NDB-ით (ბათუმი, ალი და მუხრანი).
უნდა აღინიშნოს, რომ არსებული რადიოსანავიგაციო სისტემები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO-ს Annex 10-ით დადგენილ სტანდარტებთან და აკმაყოფილებენ ფრენების უსაფრთხოების მოთხოვნებს.