ვიზუალური ფრენისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ვიზუალური სანავიგაციო საშუალებები. ვიზუალური დაკვირვების გარეშე აფრენა-დაფრენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ვიზუალური სანავიგაციო საშუალებებია:
არა მანათობელი ობიექტები დღისით. (ორიენტირები)
თვით მანათობელი ობიექტები ღამით. (სანათები)
• შუქ-ტექნიკა არის აეროდრომის ტერიტორიაზე განლაგებული სანათები ან სანათების ერთობლიობა, რაც გამოიყენება საჰაერო მოძრაობაში.
• შუქ-ტექნიკა ნავიგაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ის წარმოადგენს სისტემებისა და ქვესისტემების ერთობლიობას, რაც ეხმარება საჰაერო ხომალდებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე აფრენისას და დაფრენისას, აგრეთვე აეროდრომზე საჭირო მიმართულებით მიმოსვლაში. გარკვეული ტიპის შუქ-ტექნიკური სანათები განკუთვნილია სატრასო გადამფრენი საჰაერო ხომალდებისათვის ნიშნულების ან ორიენტირების საჩვენებლად.
• შუქ-ტექნიკა გამოიყენება როგორც ვიზუალური, აგრეთვე ინსტრუმენტალური ფერების დროს.
• შუქ-ტექნიკა გამოიყენება დღის და ღამის ნებისმიერ დროს საჭიროების მიხედვით.
• შუქ-ტექნიკა გამოიყენება შეზღუდული ხილვადობის პირობებში, აგრეთვე ღამით ნებისმიერი ხილვადობისას.
• შუქ-ტექნიკის ზოგიერთი ქვესისტემები გამოიყენება დღისით ნებისმიერი ხილვადობის პირობებში, როგორიცაა მაგალითად PAPI-ის სანათების სისტემა.
ვიზუალური სანავიგაციო საშუალებების მოწყობისა და სამოქალაქო ავიაციაში გამოყენების წესებს არეგულირებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანართების, აგრეთვე სხვა ICAO -ს დოკუმენტების სახით. ადგილობრივი კანონმდებლობით შუქ-ტექნიკური საშუალებების მოწყობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის #87 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.