ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებს მათი საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციით და ინსტრუმენტებით და მიმართავს თავის საქმიანობას უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისაკენ. ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად (ICAO-ს და Eurocontrol-ის მოთხოვნები და რეკომენდაციები).
ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურის პერსონალი უზრუნველყოფს თავის პასუხისმგებლობაში მყოფ ყველა ობიექტის უწყვეტ და საიმედო მუშაობას, ასევე ახორციელებს ობიექტების კონტროლსა და მართვას, ამასთანავე პერსონალი ატარებს ოპერატიულ კონტროლს და ახორციელებს ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს.
ავიამეთვალყურეების სამუშაო ადგილები აღჭურვილია საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო პოზიციებზე რადიოლოკაციური, კავშირგაბმულობის და საფრენოსნო ინფორმაციის დროული მიწოდება და საჰაერო სივრცის მართვის ორგანიზებას და აგრეთვე ხმოვანი კავშირის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებს სხვადასხვა სახის ხმოვანი კავშირით, როგორიცაა „მიწა-ჰაერი“, „მიწა-მიწა“, თანამგზავრული და პირდაპირი კავშირი.
საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების სამუშაო პოზიციებზე ყველა არსებული აღჭურვილობა რეზერვირებულია, რათა უზრუნველყოფილ იქნას საჰაერო მოძრაობის უწყვეტი, ხარისხიანი და საიმედო მართვა.