სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი (TWR)

სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი (TWR) უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების მოძრაობის უსაფრთხო, მოწესრიგებულ და დროულ მართვას აფრენა-დაფრენის ფაზაში. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის მეთვალყურე CTR-ში ფრენების მუდმივ კონტროლს ანხორციელებს, გასცემს საჰაერო ხომალდების, ნებისმიერი ტრანსპორტისა თუ პირის მოძრაობის ნებართვას ასაფრენ ზოლსა და სამანევრო ბილიკებზე და ხელმძღვანელობს მათ გადაადგილებას მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად.