საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია გამართული ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
ფრენების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი კავშირგაბმულობის, სანავიგაციო, რადიოსალოკაციო და ელექტრო-შუქტექნიკური სისტემების, სპეციფიკაციას, ინსტალაციას, ინტეგრაციას, დაკალიბრებას, ორგანიზებას და მონიტორინგს საქაერონავიგაციის საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფს.
კომპანიას გააჩნია სრულფასოვანი ტექნიკური კომპლექსი, რომელიც ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ანხორციელებს შემდეგ მომსახურებებს:
• რადიოლოკაცია
• რადიონავიგაცია
• კომუნიკაცია
• ვიზუალური ნავიგაცია
• ავტომატიზირებული მართვა
• ოპერატიული მართვა
• მონიტორინგი