საჰაერო სივრცის ეფექტური ორგანიზება საშუალებას აძლევს საქაერონავიგაციას მაქსიმალურად აითვისოს საქართველოს საჰაერო სივრცე, მომხმარებლებს შესთავაზოს მათზე მორგებული დინამიური და მოქნილი მარშრუტები. საჰაერო სივრცის ორგანიზება გულისხმობს საჰაერო სივრცის სტრუქტურის, მისი კლასიფიკაციის, საჰაერო მოძრაობის მომსახურების მარშრუტების, ვიზუალური და სახელსაწყო ფრენების პროცედურების ოპტიმიზაციას, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების სტანდარტების და რეკომენდაციების შესაბამისად.