საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საჰაერო მოძრაობის ნაკადების რეგულირება, რომლის საშუალებით ხდება წონასწორობის დაცვა საჰაერო მოძრაობის მოთხოვნებსა და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის შესაძლებლობებს შორის.
საჰაერო მოძრაობის ნაკადების რეგულირება ზრდის სააერნაოსნო მომსახურების ხარისხს, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ოპერაციულ ეფექტიანობას, დადებითად მოქმედებს გარემოზე, ზოგავს საწვავს და საოპერაციო ხარჯებს.
საქაერონავიგაციის საჰაერო მოძრაობის ნაკადების რეგულირების ჯგუფი თანამშრომლობს ევროკონტროლის პან-ევროპული ქსელის მენეჯერის საოპერაციო ცენტრთან (NMOC), რომელის მიზანია საჰაერო ნაკადების და სიმჭიდროვის ეფექტური მართვა ევროპის მასშტაბით.