სოციალური პასუხისმგებლობა

გარემო

 

საჰაერო მოძრაობის მართვის ინდუსტრიას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია გამონაბოლქვის შემცირებასა და ფრენების გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანაში.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქაერონავიგაციამ გაიზიარა გლობალური პრობლემა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

· თვითმფრინავების გამონაბოლქვის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე და ადგილობრივი ჰაერის ხარისხზე;

· თვითმფრინავების ხმაურის გავლენა ადამიანებზე, რომლებიც აეროპორტების სიახოლვეს ცხოვრობენ;

· სახმელეთო შესაძლებლობები და ოპერაციები (საწვავის შენახვა, ხანძრის დროს ტრეინინგები და ა.შ.), გამონაბოლქვი და ა.შ;

· მთავარი ოფისის საქმიანობა ელექტროენერგიის და რესურსების მოხმარებასა და გაფლაგვაში.

 

კომპანიამ შეიმუშავა გარემოს დაცვის პოლიტიკა და დაისახა ეკოლოგიის საკითხებზე მიმართული შემდეგი სტრატეგიული მიზნები:

· მოხდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების იდენტიფიციება და შემცირება;

· დაინერგოს კონტროლირების წესები;

· განისაზღვროს გარემოსდაცვითი მიზნები;

· დაინერგოს გარემოსდაცვითი მართვის პროგრამა, რათა მოხდეს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა;

· შემოწმდეს, რომ გარემოსდაცვითი აქტივობები ნამდვილად ფუნქციონირებს;

· მუდმივად მოხდეს გარემოსდაცვითი აქტივობების შეფასება და მონაცემების გამოხატვა;

·შეფასებებსა და მონაცემებზე დაყრდნობით მოხდეს დაგეგმვა, მართვა და მოქმედება.

 

ამ მიზნების შესასრულებლად კომპანია ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

· ინვესტირება ტექნოლოგიებში - ახალი ტექნოლოგიები კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის სააერნაოსნო მომსახურებას, ზრდის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას და ამცირებს დაგვიანების ალბათობას.

· მოქნილი საჰაერო სივრცე - საქართველოს საჰაერო სივრცეში დანერგილი თავისუფალი მარშუტების კონცეფცია მოიაზრებს პირდაპირ ფრენებს შემოსვლის წერტილიდან პირდაპირი ტრაექტორიით გასვლის წერტილზე, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოს საერონაოსნო კრებულში(AIP), რაც თავის მხრივ ზოგავს ფრენის დროს და 10%-ით ამცირებს გამონაბოლქვის ოდენობას.

· ეკომეგობრული სამუშაო გარემო - საქაერონავიგაციამ შეიმუშავა შესყიდვების მწვანე რეკომენდაციები, რომელიც გარემოსადმი უფრო მეგობრული პროდუქტებისა და მომსახურების შერჩევას გულისხმობს. ასევე, კომპანია გადავიდა სამუშაო პროცესების და პროცედურების გაციფრებაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის მოხმარება.

· სხვადასხვა ეკო-აქტივობები - საქაერონავიგაცია ჩართულია სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებში. აღნიშნავს დედამიწის დღეს, ჩართულია გამწვანების სხვადასხვა პროექტებში და ა.შ.

· სტატისტიკური მონაცემების მოპოვება და მათი დამუშავება.