ევროპის საჰაერო ნავიგაციის დაგეგმვის ჯგუფის შეხვედრა ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონალურ ოფისში.
მიმდინარე წლის 1-3 დეკემბრამდე გამართულ, რიგით 51 ევროპის საჰაერო ნავიგაციის დაგეგმვის ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრიეს მოადგილე და შპს "საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – გიორგი კარბელაშვილი.
შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტის საკითხი დააყენა. კერძოდ კი, გიორგი კარბელაშვილმა ისაუბრა იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელმძღვანელობა სჩადის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დახურულ საჰაერო სივრცეში და სოხუმის აეროპორტში ფრენების განხორციელებით. მინისტრის მოადგილემ წერილობით მიმართა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს – ბატონ რობერტო კობეჰ გონზალესს, რათა მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად.