ახალი ამბები

საქაერონავიგაციამ კახეთში რადიოსადგურების ახალი სისტემა დაამონტაჟა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ” 17 მაისს, კახეთში (მთა ცივი) “მიწა-ჰაერის” ახალი სტაციონარული რადიოსადგურების სისტემა დაამონტაჟა.

ახალი სისტემის მართვა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრიდან განხორციელდება. რადიოსადგური, კახეთის რეგიონში (ალაზნის ველის ტერიტორია) დაბალ ეშელონზე (G კლასი) მფრენ მცირე ზომის საჰაერო ხომალდებთან ორმხრივ კავშირს დაამყარებს.

აღსანიშნავია რომ, საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენიმე ზონად არის დაყოფილი. G კლასი მცირე ავიაციისთვის არის განკუთვნილი. საქაერონავიგაცია სრულად აკონტროლებს ნებისმიერ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო ხომალდებს, გამონაკლისი იყო მხოლოდ დაბალი სიმაღლე კახეთის რეგიონში, სადაცრადიოტალღები პირდაპირი ხედვის არეში ვრცელდება.

ცივ გომბორის მთიანი მასივი თბილისსა და კახეთს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებაში ბარიერს ქმნიდა და ამ ზონაში მფრენ მცირე ზომის ხომალდებთან დასაკავშირებლად 10-15 წუთი იყო საჭირო.ამგვარი კავშირის არსებობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თავდაცვის სამინისტროს სსტც „დელტამ“ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი აამოქმედა.

საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, ახალი რადიოსადგური G კლასში მფრენ საჰაერო ხომალდებს დამატებით კომფორტს შეუქმნის, ასევე დაინტერესებულ სტრუქტურებს ხომალდების შესახებ ზუსტ ინფორმაციასუფრო მოკლე დროში მიაწვდის.

საჰაერო მოძრაობის მართვა რადიოკავშირის გარეშე წარმოუდგენელია. ავიამეთვალყურეები საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს სწორედ რადიოკავშირის საშუალებით ეკონტაქტებიან. მისი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს სისტემის სრულყოფასა და საიმედოობაზე, ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რის შედეგადაც საქაერონავიგაციას გააჩნია მოქნილი, მრავალფუნქციური, საიმედო, ეკონომიური, სტაციონარული და პორტატული რადიოსადგურები.