ფრენისწინა ინფორმაციით უზრუნველყოფა

ფრენისწინა ინფორმაციით უზრუნველყოფა

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში ფრენისწინა მზადებისთვის აუცილებელი სააერნაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბრიფინგ ოფისებში.

ვებგვერდზე  „სააერნაოსნო ინფორმაციის პროდუქტების“ სექციის "TAM შეტყობინებების" ქვე-სექციაში ხელმისაწვდომია საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში აქტიური დინამიკური (NOTAM) ინფორმაცია, რომლის განახლება ხდება საათში ერთხელ

ფრენისათვის საჭირო ბოლო განახლებული/დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ შესაბამის ბრიფინგ ოფისს, სადაც ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულები, სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულების დამატებები, სააერნაოსნო ინფორმაციის ცირკულარები, ICAO-სა და EUROCONTROL-ის დოკუმენტები, PIB (ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენი), ასევე ინფორმაცია ზეპირი ბრიფინგის სახით. 

ოპერატიული პერსონალისთვის, მათ შორის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის და სხვა საავიაციო პერსონალისთვის თბილისის აეროდრომის ტერიტორიაზე ორგანიზებულია თვით-ინსტრუქტაჟის ოთახი. თვით-ინსტრუქტაჟის ოთახში შესაბამისი ინფორმაციის დისტანციურად მიღების მიზნით უზრუნველყოფილია წვდომა როგორც სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურთან, ასევე ინტერნეტთან და EAD Basic აპლიკაციასთან. ოთახი აღჭურვილია ყველა აუცილებელი საკომუნიკაციო და ბეჭდვის მოწყობილობით.

ოფისებთან დასაკავშირებლად გადადით სექციაზე "საკონტაქტო ინფორმაცია".

 

AIRAC AIP AMDT/SUP

EFF DATE RAW DATA to AIS DAYS LEFT
12 ივნ 2025 14 მარ 2025 20
10 ივლ 2025 11 აპრ 2025 48
07 აგვ 2025 09 მაი 2025 76

UTC

  • --:--:--