ტექნიკოსი

ტექნიკოსი

  • მდებარეობა თბილისი, ქუთაისი, მესტია
  • განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
  • ბოლო ვადა 01 აგვისტო

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში ტექნიკოსის პოზიციაზე. ქუთაისი - 1 ვაკანსია მესტია - 1 ვაკანსია თბილისი - 1 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV), ფოტო სურათით, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2021 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "კომუნიკაციების სამსახური - ტექნიკოსი" და სასურველი რეგიონი: "ქუთაისი, მესტია ან თბილისი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** რადიოსადგურის მუშაობის და რადიოსიხშირეების მახასიათებლების ცოდნა;
** ქსელების LAN, WAN, WLAN საფუძვლების ცოდნა, ტოპოლოგიების გარჩევა;
** ქსელურ სადენიანი და უსადენო მოწყობილობების (switch, router, WI-FI) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.

პიროვნული მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;
** ოპერატიული მონიტორინგი;
** რეზერვირების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
** გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.