სმმ მეთვალყურე

სმმ მეთვალყურე

  • მდებარეობა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
  • განყოფილება საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სამსახური
  • ბოლო ვადა 14 მარტი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სამსახურში სმმ მეთვალყურის პოზიციაზე. კონკურსში გამარჯვებულები გაიგზავნებიან სასწავლებლად საზღვარგარეთ 5-6 თვის ვადით. თბილისი - 9 ვაკანსია ქუთაისი - 3 ვაკანსია (შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რეგიონიდან) ბათუმი - 5 ვაკანსია (შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რეგიონიდან)

სამუშაო აღწერილობა

მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე რამდენიმე ეტაპად, რაც გულისხმობს ტესტირებას ინგლისურ ენაში, ტესტირებას და გასაუბრებას უცხოელ და ადგილობრივ სპეციალისტებთან.

კონკურსის წესით არჩეული კანდიდატები გაივლიან სრულ სამედიცინო შემოწმებას (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 08 იანვრის, N4 ბრძანებით გათვალისწინებულ საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიას).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" უზრუნველყოფს სწავლებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები დასაქმდებიან შპს "საქაერონავიგაციაში" საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სამსახურში სმმ მეთვალყურის პოზიციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ cv ფოტო სურათით, სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე და საბაზო ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

თემის ველში (subject) სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების (სმმ მეთვალყურე) და სასურველი რეგიონის მითითება.

კონკურსის ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ქართული ენის ცოდნა;

** საქართველოს მოქალაქეობა;

** ასაკობრივი ზღვარი 19-27 წელი (კონკურსის გამოცხადების მომენტისთვის კანდიდატი უნდა იყოს 19 წლის და სწავლების დაწყების მომენტისთვის შერჩეული პირის ასაკობრივი ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 27 წელს);

** ინგლისური ენის ცოდნის დონე - კარგი (UPPER-INTERMEDIATE) ან უფრო მაღალი;

** საბაზო ან სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;

** ორგანიზებულობა და ეფექტურობა;

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

** ინტერესი ავიაციის სფეროსადმი.