ტექნიკოსი კომუნიკაციების სამსახურში

ტექნიკოსი კომუნიკაციების სამსახურში

  • მდებარეობა ქუთაისი
  • განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
  • ბოლო ვადა 19 ივნისი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში ტექნიკოსის პოზიციაზე. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2022 წლის 19 ივნისის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "კომუნიკაციების სამსახური - ტექნიკოსი". გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;

** ოპერატიული მონიტორინგი;

** რეზერვირების უზრუნველყოფა;

** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

** გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;

** დოკუმენტაციის წარმოება;

** სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;

** რადიოსადგურის მუშაობის და რადიოსიხშირეების მახასიათებლების ცოდნა;

** ქსელების LAN, WAN, WLAN საფუძვლების ცოდნა, ტოპოლოგიების გარჩევა;

** ქსელურ სადენიანი და უსადენო მოწყობილობების (switch, router, WI-FI) მუშაობის პრინციპების ცოდნა;

** ქართული ენის ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.