I კატეგორიის ტექნიკოსი რადიოლოკაციის სამსახურში

I კატეგორიის ტექნიკოსი რადიოლოკაციის სამსახურში

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება რადიოლოკაციის სამსახური
  • ბოლო ვადა 19 ივნისი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს რადიოლოკაციის სამსახურში პირველი კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. ონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან) და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2022 წლის 19 ივნისის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "რადილოკაციის სამსახური - პირველი კატეგორიის ტექნიკოსი". გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

** ცვლაში მუშაობა;

** სარადიოლოკაციო სისტემების (PSR; MSSR; ADS-B; WAM/MLAT) და სხვა დამხმარე მოწყობილობების ექსპლუატაცია და მომსახურება.

 

ზემოთ აღნიშნული მოიცავს:

** ოპერატიული მონიტორინგი და შემოწმება;

** რეზერვირების უზრუნველყოფა;

** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

** დოკუმენტაციის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები კავშირგაბმულობის, რადიოტექნიკური და მასთან დაკავშირებული სპეციალობების დარგში.

** კომპიუტერული ტექნიკის ზოგადი ცოდნა;

** კომპიუტერული ქსელების ზოგადი ცოდნა;

** ელექტრონიკის და ელექტროტექნიკის ზოგადი ცოდნა;

** Windows ოპერაციული სისტემის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

** ქართული ენის ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ და მეტყველების დონეზე;

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;

** ორგანიზებულობა და ეფექტურობა;

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;