II კატეგორიის ტექნიკოსი რადიოლოკაციის სამსახურში

II კატეგორიის ტექნიკოსი რადიოლოკაციის სამსახურში

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება რადიოლოკაციის სამსახური
  • ბოლო ვადა 08 მარტი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს რადიოლოკაციის სამსახურში, მეორე კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან) და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2023 წლის 8 მარტის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "რადილოკაციის სამსახური - მეორე კატეგორიის ტექნიკოსი". გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროის და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სამუშაო აღწერილობა

თბილისი - 1 ვაკანსია

ფოთი - 1 ვაკანსია

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;

** სარადიოლოკაციო სისტემების (PSR; MSSR; ADS-B; WAM/MLAT) და სხვა დამხმარე მოწყობილობების ექსპლუატაცია და მომსახურება.

ზემოთ აღნიშნული მოიცავს:

** ოპერატიული მონიტორინგი და შემოწმება;

** რეზერვირების უზრუნველყოფა;

** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

** გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;

** დოკუმენტაციის წარმოება;

** სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური განათლება კავშირგაბმულობის, რადიოტექნიკური და მასთან დაკავშირებული სპეციალობების დარგში.

** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა;

** კომპიუტერული ქსელების ზოგადი ცოდნა;

** ელექტრონიკის და ელექტროტექნიკის ზოგადი ცოდნა;

** Windows და Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

** ქართული ენის ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ და მეტყველების დონეზე.

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;

** ორგანიზებულობა და ეფექტურობა;

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.