II კატეგორიის ინჟინერი კომუნიკაციების სამსახურში
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
- ბოლო ვადა 28 თებერვალი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში II კატეგორიის ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა
თბილისი - 1 ვაკანსია
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებებისა და გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ კომუნიკაციების სამსახური - ინჟინერი“.
ტესტირებებისა და გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი ტექნიკური განათლება
• IT სფეროში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი
• Windows, Linux-ის ტიპის ოპერაციული სისტემების საფუძვლების ცოდნა, მუშაობის გამოცდილება
• კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა
• ქსელების LAN, WAN, WLAN საფუძვლების ცოდნა, ტოპოლოგიების გარჩევა
• ქსელურ სადენიანი და უსადენო მოწყობილობებთან (switch, router, WI-FI) მუშაობის პრინციპების ცოდნა
• ქსელის (leyer 2, leyer 3, leyer 4) ძირითადი პროტოკოლების საფუძვლების ცოდნა
• სარეზერვო კოპირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
• ქსელში არსებული სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების მართვა, მონიტორინგი, მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
• ვირტუალიზაციასთან მუშაობის საფუძვლების ცოდნა
• ქართული ენის ცოდნა
• ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე
პიროვნული მოთხოვნები
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
• კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა და ეფექტურობა
• შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი