I კატეგორიის ინჟინერი რადიონავიგაციის სამსახურში
- მდებარეობა ბათუმი, ქუთაისი
- განყოფილება რადიონავიგაციის სამსახური
- ბოლო ვადა 13 მაისი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს რადიონავიგაციის სამსახურში I კატეგორიის ინჟინერის ორ პოზიციაზე. ქუთაისი -1 ვაკანსია ბათუმი - 1 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
რადიონავიგაციის სამსახურის I კატეგორიის ინჟინერის მოვალეობებია:
• ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;
• რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლოტაცია და ტექნიკური მომსახურება.
ზემოთ აღნიშნული მოიცავს:
- ოპერატიული მონიტორინგი და შემოწმება;
- რეზერვირების უზრუნველყოფა;
- ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
- გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- დოკუმენტაციის წარმოება;
- სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2023 წლის 13 მაისის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ რადიონავიგაციის სამსახური - ინჟინერი, ქუთაისი ან ბათუმი“.
გასაუბრების და ტესტირების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი ტექნიკური განათლება რადიოტექნიკური და მასთან დაკავშირებული სპეციალობების დარგში;
• ელექტრონიკის და ელექტროტექნიკის ზოგადი ცოდნა;
• Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
• საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
• ქართული ენის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა B1.
პიროვნული მოთხოვნები:
• ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
• ორგანიზებულობა და ეფექტურობა;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.