კარტოგრაფი

კარტოგრაფი

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური
  • ბოლო ვადა 04 ივნისი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში, კარტოგრაფის პოზიციაზე. თბილისი - 1 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

• სააერნაოსნო რუკების შემუშავება და მუდმივი განახლება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ICAO-ს დოკუმენტების მოთხოვნების დაცვით;

• მოწოდებული სააერნაოსნო ინფორმაციის/მონაცემების შემოწმება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ICAO-ს დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე; • გამოქვეყნებული/გამოსაქვეყნებელი საქართველოს სააერნაოსნო რუკების სისწორის კონტროლი; • სახელმძღვანელო დოკუმენტებში შესული ცვლილებებისთვის თვალყურის დევნება და რუკების ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

• საავიაციო რუკების შექმნასა და განახლებასთან დაკავშირებული ქმედებების დოკუმენტირება და ჩანაწერების შენახვა;

• ფრენის პროცედურის გრაფიკული გამოსახულების შექმნა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გეოინფორმაციული სისტემების ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან დიპლომის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2023 წლის 04 ივნისის ჩათვლით.

თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური - კარტოგრაფი“.

გასაუბრების და ტესტირების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• უმაღლესი განათლება:

- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

-  სპეციალობა: გეოგრაფია/გეოდეზია/კარტოგრაფია/გეოინფორმაციული სისტემები

• გეოინფორმაციული სისტემების ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი;

• ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;

• პრიორიტეტად ჩაითვლება გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

 

მოთხოვნები უნარ-ჩვევების მიმართ:

 

• გუნდური მუშაობის უნარი;

• დეტალების შემჩნევის უნარი.

პიროვნული მოთხოვნები:

 

• ორგანიზებული;

• დაკვირვებული;

• კომუნიკაბელური;

• პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.