I კატეგორიის ინჟინერი ელექტრო სამსახურში

I კატეგორიის ინჟინერი ელექტრო სამსახურში

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება ელექტრო სამსახური
  • ბოლო ვადა 30 სექტემბერი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს ელექტრო სამსახურში I კატეგორიის ინჟინერის პოზიციაზე. თბილისი - 1 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

• 6-10 კვ საჰაერო და საკაბელო ქსელის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;

• 6-10 კვ-ის საქტანსფორმატორო ქვესადგურების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;

• 0.4 კვ ქსელის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;

• რეზერვის ავტომატური ჩართვის სისტემების ტექნიკური მომსახურება;

• ქსელში არსებული გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა.

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ ელექტრო სამსახური - I კატ. ინჟინერი “.

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• უმაღლესი ტექნიკური განათლება;

• ცოდნა - ელექტროტექნიკის, ელექტრო კვების სისტემების და ქვესისტემების;

• მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება პროფილის მიხედვით;

• სახელმწიფო ენა - გამართულად;

• ინგლისური - ტექნიკური საბაზისო დონეზე.