ფსევდო პილოტი
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება კვალიფიკაციის ამაღლების და ტრენინგების სამსახური
- ბოლო ვადა 03 ნოემბერი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და ტრენინგების სამსახურში ფსევდო პილოტის პოზიციაზე. თბილისი -10 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი ფუნქციები:
· ფსევდო პილოტის ფუნქციის შესრულება (სამუშაო დრო: სრული განაკვეთი);
· საწაფზე მეთვალყურის კვალიფიკაციის შემოწმებისას ინსტრუქტორის მითითებების შესრულება;
· სავარჯიშოების დიზაინერებთან და საწაფის ინსტრუქტორთან კოორდინაცია;
· საჭიროებისამებრ ტექნიკური აღჭურვილობის განვითარების/გაუმჯობესების პროცესებში ჩართულობა;
· პრაქტიკული მეცადინეობისთვის საჭირო მასალის ცოდნა;
· იქონიოს პრაქტიკული მეცადინეობის განრიგი;
· კვალიფიციურად შეასრულოს პრაქტიკული მეცადინეობისას მისთვის დასახული ამოცანის მოცემულობა;
· საზოგადოებაში დანერგილი ინტეგრირებული მართვის და საავიაციო უშიშროების სისტემებით განსაღზვრული მოთხოვნების შესრულება.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ინგლისური ენის ცოდნის (CEFR - B2 დონის ან ICAO Level 4 დამადასტურებელი სერთიფიკატი(ები) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; CPL-ის (საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია) ლიცენზიის ასლი ან საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მისი არსებობის შემთხვევაში და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2023 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ ფსევდო პილოტი“. გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• საქართველოს მოქალაქეობა;
• ქართული ენის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა (CEFR - B2 დონის ან ICAO Level 4 დამადასტურებელი სერთიფიკატი(ები), ან საქაერონავიგაციაში ენის დონის განსაზღვრა);
• საავიციო ფრაზეოლოგიის და ტერმინოლოგიის ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრმების ცოდნა;
• უპირატესობა მიენიჭებათ CPL (საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია) ლიცენზიის მფლობელ ან კურსდამთავრებულ კანდიდატებს);
• პილოტის საქმიანობის ცოდნა;
• საავიაციო რუკების, მოფრენა/გაფრენის სქემებისა და პროცედურების ცოდნა;
პიროვნული მოთხოვნები:
• გუნდური მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;