II კატეგორიის ტექნიკოსი
- მდებარეობა ქუთაისი
- განყოფილება ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური
- ბოლო ვადა 11 ნოემბერი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურში მე-2 კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციებზე: ქუთაისი - 1 ვაკანსია.
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
• ამს-ის სამსახურის უფროსის ან სხვა ზემდგომი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
• ამს-ის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობის მიღება;
• საჭირო ქმედებების განხორციელება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
• არსებული ინსტრუქციების დროული და ხარისხიანი შესრულება;
• გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
• უშუალო უფროსს ოპერატიულად მოახსენოს ნებისმიერი გამოვლენილი გაუმართაობის, დეფექტის, ხარვეზის, დაზიანების შესახებ;
• შეასრულოს ამს-ის სამსახურის სისტემების, ქვესისტემების, ტექნიკური საშუალებების და დამხმარე მოწყობილობების დაბალი დონის ტექნიკური მომსახურება და ინჟინერის ზედამხხედველობის ქვეშ მაღალი დონის ტექნიკური მომსახურება წლიური გეგმის შესაბამისად;
• ინჟინერთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სისტემების და საწაფების ტექნიკური საშუალებების სამონტაჟო სამუშაოებში და ტექნიკურ მომსახურებაში;
• ასრულებს ზემდგომი თანამშრომლების ცალკეულ სამსახურეობრივ დავალებებს და განკარგულებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
• გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2023 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი: „ქუთაისის ამს-ის სამსახური - ტექნიკოსი“ .
გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი ტექნიკური განათლება;
• ოპერაციული სისტემების (Windows, Linux) და საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.მისასალმებელია ავტომატიზირებული სისტემების სფეროში ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
ენების ცოდნა:
სახელმწიფო ენა - გამართულად;
ინგლისური - საბაზო დონეზე.
პიროვნული მოთხოვნები:
• ტექნიკური აზროვნების უნარი, კომუნიკაბელობა;
• გუნდური მუშაობის უნარი, პუნქტუალურობა.