I კატეგორიის ინჟინერი

I კატეგორიის ინჟინერი

  • მდებარეობა თბილისი, ქუთაისი
  • განყოფილება ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური
  • ბოლო ვადა 11 ნოემბერი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურში შემდეგ 1 (პირველი) კატეგორიის ინჟინერის თანამდებობაზე: თბილისი - 2 ვაკანსია, ქუთაისი -1 ვაკანსია.

სამუშაო აღწერილობა

 

ძირითადი მოვალეობები:

 

• ცვლაში მუშაობა.

• საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემების მომსახურება;

• ხმოვანი კავშირის სისტემის მომსახურება;

• ჩამწერი სისტემის მომსახურება;

• საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემების საწაფების მომსახურება.

 

სისტემების მომსახურებაში შედის:

 

• ოპერატიული მონიტორინგი და შემოწმება საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და ადგილობრივი დამტკიცებული პროცედურების თანახმად;

• რეზერვირების უზრუნველყოფა

• ტექნიკური მომსახურების ჩატარება სისტემების საექსპლუატაციო მოთხოვნების თანახმად;

• გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

• მტყუნების აღმოჩენა და ლოკალიზება;

• სამუშაო ადგილების აღდგენა სისტემების შიდა ინსტრუმენტების მეშვეობით;

• მწყობრიდან გამოსული აღჭურვილობის გამოცვლა

• დოკუმენტებთან მუშაობა, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, დამატებითი სამუშაოების შესრულება უფროსის დავალების შესაბამისად.

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2023 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.

თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი:

  • „თბილისის ამს-ის სამსახური - ინჟინერი“
  •  „ქუთაისის ამს-ის სამსახური - ინჟინერი“

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• უმაღლესი ტექნიკური განათლება;

• ოპერაციული სისტემების (Windows და Linux) სხვადასხვა ვერსიების ადმინისტრირება, საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე, ამს-ის სამსახურის სისტემების, ქვესისტემების, ტექნიკური საშუალებების და დამხმარე მოწყობილობების ცოდნა;

• არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება პროფილის მიხედვით. მისასალმებელია ავტომატიზირებული სისტემების სფეროში ცოდნა და მუშაობის გამოცდილება ინჟინერის ან IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

ენების ცოდნა:

 

სახელმწიფო ენა - გამართულად

ინგლისური ენა - ტექნიკური საბაზო დონეზე

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

• ტექნიკური აზროვნების უნარი;

• კომუნიკაბელურობა;

• გუნდური მუშაობის უნარი,

• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

• პუნქტუალურობა;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.