II კატეგორიის ტექნიკოსი - ქუთაისი
- მდებარეობა ქუთაისი
- განყოფილება ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური
- ბოლო ვადა 25 თებერვალი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურში მე-2 კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე: ქუთაისი - 1 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
** ამს-ის სამსახურის უფროსის ან სხვა ზემდგომი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
** ამს-ის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობის მიღება; ** საჭირო ქმედებების განხორციელება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
** არსებული ინსტრუქციების დროული და ხარისხიანი შესრულება;
** გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
** უშუალო უფროსს ოპერატიულად მოახსენოს ნებისმიერი გამოვლენილი გაუმართაობის, დეფექტის, ხარვეზის, დაზიანების შესახებ;
** შეასრულოს ამს-ის სამსახურის სისტემების, ქვესისტემების, ტექნიკური საშუალებების და დამხმარე მოწყობილობების დაბალი დონის ტექნიკური მომსახურება და ინჟინერის ზედამხხედველობის ქვეშ მაღალი დონის ტექნიკური მომსახურება წლიური გეგმის შესაბამისად;
** ინჟინერთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სისტემების და საწაფების ტექნიკური საშუალებების სამონტაჟო სამუშაოებში და ტექნიკურ მომსახურებაში;
** ასრულებს ზემდგომი თანამშრომლების ცალკეულ სამსახურებრივ დავალებებს და განკარგულებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
** გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი "ქუთაისის ამს-ის სამსახური - ტექნიკოსი" გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ოპერაციული სისტემების (Windows, Linux) და საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. მისასალმებელია ავტომატიზირებული სისტემების სფეროში ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.
ენების ცოდნა:
** სახელმწიფო ენა - გამართულად
** ინგლისური - ტექნიკურ საბაზისო დონეზე
პიროვნული მოთხოვნები:
** ტექნიკური აზროვნების უნარი, კომუნიკაბელობა,
** გუნდური მუშაობის უნარი, პუნქტუალურობა.