მე-2 კატეგორიის ტექნიკოსი, თბილისი

მე-2 კატეგორიის ტექნიკოსი, თბილისი

  • მდებარეობა თბილისი
  • განყოფილება რადიოლოკაციის სამსახური
  • ბოლო ვადა 29 თებერვალი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს რადიოლოკაციის სამსახურში მე-2 კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. თბილისი - 1 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;

** სარადიოლოკაციო სისტემების (PSR; MSSR; ADS-B; WAM/MLAT) და სხვა დამხმარე მოწყობილობების ექსპლუატაცია და მომსახურება.

ზემოთ აღნიშნული მოიცავს:

** ოპერატიული მონიტორინგი და შემოწმება;

** რეზერვირების უზრუნველყოფა;

** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

** გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;

** დოკუმენტაციის წარმოება;

** სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - " რადიოლოკაციის სამსახური - მე-2 კატ. ტექნიკოსი თბილისი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური განათლება კავშირგაბმულობის და მასთან დაკავშირებული სპეციალობების დარგში;

** კომპიუტერული ტექნიკის ზოგადი ცოდნა;

** ელექტრონიკის და ელექტროტექნიკის ზოგადი ცოდნა;

** ქართული ენის ცოდნა;

** ინგლისური ენის ტექნიკურ საბაზისო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი

** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი

** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა

** ორგანიზებულობა და ეფექტურობა

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.