პირველი კატეგორიის ტექნიკოსი - თბილისი, ფოთი

პირველი კატეგორიის ტექნიკოსი - თბილისი, ფოთი

  • მდებარეობა თბილისი, ფოთი
  • განყოფილება რადიოლოკაციის სამსახური
  • ბოლო ვადა 29 თებერვალი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს რადიოლოკაციის სამსახურში პირველი კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. თბილისი - 1 ვაკანსია ფოთი - 1 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;

** სარადიოლოკაციო სისტემების (PSR; MSSR; ADS-B; WAM/MLAT) და სხვა დამხმარე მოწყობილობების ექსპლუატაცია და მომსახურება.

ზემოთ აღნიშნული მოიცავს:

** ოპერატიული მონიტორინგი და შემოწმება;

** რეზერვირების უზრუნველყოფა;

** ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

** დოკუმენტაციის წარმოება.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების ან სპეციალური ტექნიკური განათლების ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - " რადიოლოკაციის სამსახური - პირევლი კატ. ტექნიკოსი თბილისი ან ფოთი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან სპეციალური ტექნიკური განათლება ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი კავშირგაბმულობის, რადიოტექნიკური და მასთან დაკავშირებული სპეციალობების დარგში.

** ინფორმაციული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;

** ელექტრონიკის და ელექტროტექნიკის ზოგადი ცოდნა;

** ქართული ენის ცოდნა;

** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;

** ორგანიზებულობა და ეფექტურობა;

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.