ინჟინერი - ქუთაისი, ბათუმი

ინჟინერი - ქუთაისი, ბათუმი

  • მდებარეობა ბათუმი, ქუთაისი
  • განყოფილება რადიონავიგაციის სამსახური
  • ბოლო ვადა 01 მარტი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს რადიონავიგაციის სამსახურში I კატეგორიის ინჟინრის პოზიციაზე. ქუთაისი -1 ვაკანსია ბათუმი - 1 ვაკანსია მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 01 მარტის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - " რადიონავიგაციის სამსახური - ინჟინერი". გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სამუშაო აღწერილობა

რადიონავიგაციის სამსახურის I კატეგორიის ინჟინრის მოვალეობებია: ** საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, ოპერატიულ ცვლაში მუშაობა;

** რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;

** საჭირო ქმედებების განხორციელება რადიონავიგაციის სამსახურის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით;

** არსებული ინსტრუქციების და პროცედურების დროული და ხარისხიანი შესრულება;

** უშუალო უფროსს ოპერატიულად მოახსენოს გამოვლენილი გაუმართაობის, დეფექტის, ხარვეზის, დაზიანებების შესახებ;

** შეასრულოს რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება (ტმ-5 ფორმის ჩათვლით) გეგმის შესაბამისად;

** გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.

** მონაწილეობა მიიღოს ტექნიკური და სხვა დამხმარე საშუალებების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობით სამუშაოებში;

** დადგენილი დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური განათლება.

** რადიონავიგაციის სამსახურის სისტემების, ქვესისტემების, ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ცოდნა;

** ქართული ენა - გამართულად;

** ინგლისური ენა - ტექნიკური საბაზო დონეზე.

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

** ტექნიკური აზროვნების უნარი

** გუნდური მუშაობის უნარი

** კომუნიკაბელურობა

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი