სმმ მეთვალყურე - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი

სმმ მეთვალყურე - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი

  • მდებარეობა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
  • განყოფილება საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სამსახური
  • ბოლო ვადა 30 აპრილი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სამსახურში სმმ მეთვალყურის პოზიციაზე. კონკურსში გამარჯვებულები გაიგზავნებიან სასწავლებლად საზღვარგარეთ 5-6 თვის ვადით. თბილისი - 11 ვაკანსია ქუთაისი - 3 ვაკანსია (შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რეგიონიდან) ბათუმი - 3 ვაკანსია (შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რეგიონიდან) მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე რამდენიმე ეტაპად, რაც გულისხმობს ტესტირებას ინგლისურ ენაში, ტესტირებას და გასაუბრებას უცხოელ და ადგილობრივ სპეციალისტებთან. კონკურსის წესით არჩეული კანდიდატები გაივლიან სრულ სამედიცინო შემოწმებას (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 08 იანვრის, N4 ბრძანებით გათვალისწინებულ საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიას). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" უზრუნველყოფს სწავლებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები დასაქმდებიან შპს "საქაერონავიგაციაში" საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სამსახურში სმმ მეთვალყურის პოზიციაზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ cv ფოტო სურათით, სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე და საბაზო ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. თემის ველში (subject) სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების (სმმ მეთვალყურე) და სასურველი რეგიონის მითითება. კონკურსის ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სამუშაო აღწერილობა

საჰაერო მოძრაობის მომსახურება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ქართული ენის ცოდნა

  • საქართველოს მოქალაქეობა

  • კონკურსის გამოცხადების მომენტისთვის კანდიდატი უნდა იყოს 19 წლის

  • ინგლისური ენის ცოდნის დონე - კარგი (UPPER INTERMEDIATE) ან უფრო მაღალი

  • საბაზო ან სრული ზოგადი განათლების ატესტატი

 

პიროვნული მოთხოვნები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა
  • ორგანიზებულობა და ეფექტურობა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • ინტერესი ავიაციის სფეროსადმი