II კატეგორიის ტექნიკოსი - თბილისი, ბათუმი, თელავი

II კატეგორიის ტექნიკოსი - თბილისი, ბათუმი, თელავი

  • მდებარეობა თბილისი, ბათუმი, თელავი
  • განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
  • ბოლო ვადა 31 მარტი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში II კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. (თბილისი - 1 ვაკანსია; ბათუმი - 1 ვაკანსია; თელავი - 2 ვაკანსია) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - " კომუნიკაციების სამსახური - II კატეგორიის ტექნიკოსი". გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სამუშაო აღწერილობა

  • ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;
  • ოპერატიული მონიტორინგი;
  • რეზერვირების უზრუნველყოფა; 
  • ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
  • გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  •  რადიოკავშირის, ქსელების ტექნოლოგიის, კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.