მეტეო სისტემების სამსახურში I კატეგორიის ინჟინერი
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება მეტეო სისტემების სამსახური
- ბოლო ვადა 03 აპრილი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს მეტეო სისტემების სამსახურში I კატეგორიის ინჟინრის პოზიციაზე. თბილისი - 1 ვაკანსია. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 03 აპრილის ჩათვლით. თემის ველში ("Subject``) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "მეტეო სისტემების სამსახური - ინჟინერი". გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
ცვლაში მუშაობა.
სისტემების მომსახურებაში შედის:
** ოპერატიული კონტროლი საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და ადგილობრივი დამტკიცებული პროცედურების თანახმად;
** ტექნიკური მომსახურების ჩატარება სისტემების საექსპლუატაციო მოთხოვნების თანახმად;
** გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** მტყუნების აღმოჩენა და ლოკალიზება;
** მწყობრიდან გამოსული აღჭურვილობის გამოცვლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
** სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული მოთხოვნები:
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი